00:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 16:01:22, 1169 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომერციული საქმიანობით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის იწვევს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს.

ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. პროცესები ყველა ეტაპზე წარიმართება სრულად გამჭვირვალედ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) მზად არის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.

დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.

კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად,  სხვადასხვა ლოკაციებზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება. პირველ ეტაპზე, ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში ონლაინ აუქციონები გამოცხადდება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე. მათ შორის რესტორნებზე, სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და ა.შ. ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების ქცევები, საჭიროებები და სურვილები.                                                                   

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.g





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics