|
2015-09-10 12:14:55, 799 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი ორი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მამუკა გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შუახევის რაიონში დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს. იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა - მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის იარაღი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი - დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართალსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)