00:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 13:29:46, 1080 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ FitchRatings-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზდის ექვსი თვის სტატისტიკის გამოქვეყნებისასაც აღინიშნა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის. 

ნათია თურნავას განმარტებით, მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება.

„ფიჩის“ გადაწყვეტილებამ, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული  საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების,  ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას.  ასევე აფასებენ ინვესტორებიც, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი. ეს  არის პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics