11:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 11:33:44, 648 ნახვა

რეგიონი
მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

მთა ღომაზე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს შუახევის ტურისტული პოტენციალისა და შიდა ტურიზმის მნიშვნელობაზე, საქველმოქმედო აქციებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის აუცილებლობაზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას ახალგაზრდობის წინაშე.

მერმა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა COVID-19-თან ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ესაუბრა იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტში.

ყურადღება გაამახვილა მთა ღომის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და იმ პერსპექტივაზე, რომელიც გააჩნია მას ტურისტული თვალსაზრისით.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics