2020-08-13 12:29:39, 1055 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია. ახალგაზრდა უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო კვირას დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქციის მონაწილე მაშინ გარდაიცვალა, როდესაც საპატიმროში გადაიყვანეს.
შეგახსნებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქვეყანაში გაიფიცნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ჯარისკაცები ადგილობრივების პროტესტს უერთდებიოან. სამსახური დატოვეს სამთავრობო ტელევიზიის თანამშრომლებმაც. აქციების პარალელურად სამართალდამცავები დემონსტრატების დაკავებას ახორციელებენ. ამ დრომდე 6 000-მდე პირი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები და არასრულწლოვნები.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან