19:23 - 26 Jul, 2026
|
2020-08-12 12:38:02, 1062 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი საერთო სარგებლობის ფართების დაკანონებასაც შეეხო. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტომ საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დევნილთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო და წინამძღვრიანთკარში მცხოვრები ოჯახების საკითხიც ოპერატიულად განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)