03:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 11:20:13, 1032 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხულოში ავეჯის საწარმო გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით შპს ტექნოჯორჯიამ ხულოში ავეჯის საწარმო გახსნა. კომპანია გარდა სტანდარტული ავეჯის წარმოებისა, მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის სუფთა და მახალხარისხიანი ხის ავეჯსაც სთავაზობს. შპს ტექნოჯორჯია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს 2 საწარმოს. ერთი მათგანი ბათუმშია, მეორე კი ხულოში. კომპანია წარმოებულ პროდუქციის რელიზაციას მის საკუთრებაში არსებულ სამ მაღაზიაში ახდენს. კომპანია კორპორატულ და მსხვილ სამშენებლო კომპანიებს უწევს მომსახურებას. კომპანიას დასაქმებული ყავს 35 ადამიანი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 135 000 ევროა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობით ხულოში შპს ტექნოჯორჯიას კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანიას ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მოგვაჩნია რომ რეგიონში ბიზნესების წახალისება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics