11:47 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 18:12:04, 1139 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით საქმეთა რწმუნებულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის  საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა   დეასუ ჩუნგს აჭარაში ვიზიტისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დადებით დინამიკას ეკონომიკის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროებში.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მზარდ დინამიკაზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის მხარეს  არსებული პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის.  დადებით კონტექსტში შეფასდა  საქართველოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაზე ბატონმა ჩანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კორეის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ატაშე ბაიონ სენგვუ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics