|
2015-09-09 11:02:29, 625 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ შესაძლოა, საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს
ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წამომადგენლებთან ერთად, ადგილზე გამართავენ მოლაპარაკებებს პროექტის დეტალების შესახებ. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება აღნიშნული პროექტისადმი. მისი განმარტებით, პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და აღუთქვა კომპანიის ხელმძღვანელებს სრული მხარდაჭერა, მას შემდეგ, რაც პროექტის დეტალები დაზუსტდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფის, იყოს ჩინეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტის პროექტს. ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დააფიქსირა ჩინური მხარის დაინტერესება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრო ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც საგზაო მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართულები: MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation. სამშენებლო კომპანია „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შედის მსოფლიო ათეულში. კომპანიის განხორციელებული პროექტების რიცხვშია პეკინის ოლიმპიური სტადიონი. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტი წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)