2020-08-08 13:51:53, 2628 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ირანი, ჩინეთი და რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ
აშშ-ის ეროვნული კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უილიამ ევანინი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნები აშშ-ში ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ევანინი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, შეშფოთებულები არიან ჩინეთის, რუსეთის და ირანის მიერ მიმდინარე საქმიანობის გამო.
„ჩინეთს ურჩევნია, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი ხელახალ არ აირჩიონ. ჩინეთი ცდილობს აშშ – ში პოლიტიკური გარემოს ფორმირებაზე გავლენას მოახდინოს.
ასევე, რუსეთი იყენებს მთელ რიგ ზომებს, რომ პირველ რიგში მოახდინოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დევნა.
რაც შეეხება ირანს, ის ცდილობს ჩამოშალოს აშშ-ი ს დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა 2020 წლის არჩევნების წინ გაყოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან