13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:59:31, 2915 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში ავარიას ორი ახალგაზრდა მორაგბის სიცოცხლე ემსხვერპლა

რაგბის კლუბ ‘ზუგდიდის’ ახალგაზრდა მორაგბეების სიცოცხლე ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზემომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია გარდაიცვალენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "საქართველოს რაგბის კავშირმა" 
"საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მორაგბეების, იაკობ ოთხოზორიასა და ლევან მაქაცარიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. 
საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ანაკლია-განმუხურის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics