22:16 - 26 Jul, 2026
|
2020-08-06 11:13:24, 2912 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურდებათ
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდამჭერი პროგრამა 4 თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდეს. პროგრამა გაგრძელდება ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში. „იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკონპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. გაგრძელება იგივე პრინციპით - 200 კილოვატ/საათი და 200 კუბური/მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კონპენსირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)