|
2020-08-06 10:36:43, 2275 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. “გასული წლების მსგავსად და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ავარიული სახლების გამაგრების პროექტებს. ეს ის სახლებია, წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე, სადაც ცხოვრება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ ამ სამუშაოების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ ორი პროექტის ღირებულება 300 000 ლარზე მეტია. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში კიდევ ერთი სახლის გამაგრება მიმდინარეობს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი, ხოლო ბარნოვის N83-ში 8 ოჯახი ცხოვრობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)