|
2020-08-04 16:16:30, 2025 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო, საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისთვის კომპენსაციის მიცემას, მხარს უჭერს
საპატრიარქოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ კომპენსაციის მიცემას იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „ა.წ. 14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის’’ ინიციატივით შედგა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ. შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი . ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა“, - განაცხადეს საპატრიარქოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)