|
2020-08-04 12:26:37, 1864 ნახვა
საზოგადოება
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა - ISFED-ის ანგარიში
4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. „ISFED-ის დაკვირვებით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2; სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2; „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1; პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი დაფიქსირდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)