|
2020-08-04 12:15:50, 1739 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ საქმეში ჩაერთოს FBI. ამასთანავე, ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვეხდრას. „ჩემი შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მოკვლის თაობაზე, მოვითხოვ, ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და ჰყავს მასაც შვილები და გულთან ახლოს მიიტანს ჩემს ტკივილს, დედის ტკივილს, რომელსაც შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით მომიკლეს. თუ არ იქნება არანაირი გამოხმაურებ, მე პირადად ამერიკის საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)