13:11 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 20:02:18, 3967 ნახვა

რეგიონი
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე.

4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო  ფორმა. კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.

„საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები“ - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics