|
2020-07-31 15:47:12, 4007 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველო ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის, აწარმოე საქართველოსა და „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შეიძინა. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გადაამუშაოს მთის ლოდები და საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) აწარმოოს. „ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდი“-მ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდი“-ს ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა.
„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ზოდის შესახებ: „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)