10:30 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:36:17, 3399 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არსად შეინიშნება და მეწყრული პროცესები გამორიცხულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, გეოლოგებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში წყლის დაგუბებები არსად შენიშნება, რის გამოც შემდგომში მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები გამორიცხულია.

„დილიდან სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შემოფრენა განახორციელა ვერტმფრენით. მათ დაათვალიერეს სტიქიის ზონა, რათა გამოგვერიცხა შემდგომი შესაძლო საფრთხეები. მათ საკმაოდ დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არსად არ არის წყლის დაგუბებები, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics