02:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 11:50:30, 2023 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გამოგზავნილი 3-თვიანი მოწვევით შეძლებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები უკან დაბრუნებისას სავალდებულო საკარანტინე სივრცეში მოთავსდებიან.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის, აჭარის მაცხოვრებლები, თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი, ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, ისინი უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ვალდებულნი იქნებიან, საკარანტინო რეჟიმი გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღნიშნული გადაადგილება, გადადინება ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics