01:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 13:06:25, 18567 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გაჩიანის დასახლებაში მდებარე სამი სოფელი, შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაიკეტოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გაჩიანის დასახლებაში მდებარე სამი სოფელი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ცხელ წერტილებს წარმოადგენს, შესაძლოა ჩაიკეტოს.

გამყრელიძე მოუწოდებს გაჩიანის მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი დამყოლობა და დაეხმარონ ეპიდემიოლოგებს ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოებაში.

„მოვუწოდებ გაჩიანის მოსახლეობას, გთხოვთ,დაგვყვეთ და მოგვცეთ საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ გაჩიანის თითოეული მოსახლე სამივე სოფლიდან, რათა ადრეულდ გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მოვახდინოთ მათი კონტაქტების იზოლირება კარანტინში და ინფიცირებულების მკურნალობა. ამით ჩვენ ადრეულ ეტაპზე ჩავაქრობთ ამ ცხელ წერტილს.

არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიების გატარებას, რომ რომ ჩაიკეტოს ეს სოფლები. თუ დამყოლობა არ იქნა ამ სოფლების მოსახლეობის მხრიდან, თუ არ მოგვეცა საშუალება, რომ ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი კვლევები ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო  და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics