|
2020-07-22 12:52:44, 18404 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, არა ბატონებო, არ დაგვიმარცხებია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა საყურადღებოა. მისი თქმით, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, თუმცა მისი დამარცხება მხოლოდ გლობალურადაა შესაძლებელი. „დღეს გახლავთ 24 შემთხვევა. პანიკის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს არის ფრიად საყურადღებო. ეს გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ შემსუბუქების პოლიტიკას და ყველა ქვეყანაში ასე გახლდათ, მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მთავარია ეს მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულად მართვადი, ამიტომ მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთან მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. არა ბატონებო, ჩვენ არ დაგვიმარცხებია, კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება მხოლოდ ერთიანად, გლობალურად. ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად. განსაკუთრებულად ცხელი წერტილი დღეს ჩვენ გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლება, სადაც სამი სოფელი შედის: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია. აქედან ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთად აღებული 34. დღევანდელი 24 შემთხვევიდან 10 სწორედ ამ კლასტერიდან გახლავთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)