2020-07-16 18:49:17, 7435 ნახვა
მსოფლიო
BBC - რუსი ჯაშუშების სამიზნე კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევა გახდა
რუსი კიბერჯაშუშების სამიზნე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის(NCSC) განცხადებით, ჰაკერები მუშაობდნენ, როგორც „რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილი“.
მათი ინფორმაციით, ჯაშუშების ჯგუფის სახელია APT29. NCSC აცხადებს, რომ 95 პროცენტზე მეტით დარწმუნებულები არიან, რომ APT29 რუსული სადაზვერვო სამსახურების ნაწილია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის საკომუნიკაციო უსაფრთხოების დაწესებულება, შეერთებული შტატების საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები.
NCSC-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ინციდენტს ვაქცინის კვლევისთვის ხელი არ შეუშლია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან