|
2020-07-13 15:35:57, 1254 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და სავაჭრო და გასართობი ქალაქის „ისთ ფოინთი“ მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით სფეროში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდის მიმართულებით. ნინო თანდილაშვილის განაცხადებით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაშიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ეფექტიან კოლაბორაციას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ნაწილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაქვს წარმატებული ერთობლივი მუშაობის მოლოდინი“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ინიციატორია სავაჭრო და გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთი“, რომელიც ნარჩენების გონივრული მართვის და გარემოს დაცვის მიზნით, მომხმარებელს მანქანის უფასო ელექტროდამტენით სარგებლობის, ასევე, ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტის გამოყენების და ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში ნარჩენების სეპარაციის შესაძლებლობას აძლევს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)