|
2020-07-09 11:29:30, 1851 ნახვა
საზოგადოება
ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 600 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. ვარდისუბნის ქუჩაზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნული ქუჩის ნაწილი მოწესრიგდა. ამასთან, ვარდისუბნის ქუჩის N83-დან ხანძთის ქუჩამდე მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელი იყო მოსაწყობი, რომლის სამუშაოებიც განხორციელდა და ახლა, საგზაო სამუშაოები ამ ნაწილზეც სრულდება. ასევე, ამ ეტაპზე, მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 26 მაისის ქუჩაზე, გამგეობის მიერ კი, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)