|
2020-07-09 11:13:41, 4760 ნახვა
ეკონომიკა
სპეციალური შეთავაზება „თიბისი“ სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან - „რედკო"
„თიბისი“ სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო" განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს" პროექტში - „ახალი გუდაური", მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია. კომპანია „რედკოს" პროექტი - „ახალი გუდაური" გუდაურში, საბაგირო გონდოლადან 100 მეტრის დაშორებით, 50 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 16 აპარტ-ოტელს, ჯამში 2300-მდე აპარტამენტს და სასტუმრო "Radisson Blu"-ს აერთიანებს. კომლექსის დამსვენებლები სარგებლობენ კონსიერჟის მომსახურებითა და სადღეღამისო დაცვის სერვისით, სპა ცენტრებითა და საუნით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული საცურაო აუზებით, ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, სათხილამურო ინვენტარის მაღაზიითა და ბავშვთა გასართობი სივრცეებით. აღნიშნულ შეთავაზებასთან ერთად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეუძლიათ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იპოთეკურ სესხზე 5 წლის განმვალობაში 4%-იანი სუბსიდირებით ისარგებლონ. დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ინიცირებული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში. პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. კომპანია „რედკოს" შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან სტატუს ცენტრს. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე - Tbcbank.ge, ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 და ასევე, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)