|
2020-07-08 13:39:01, 2306 ნახვა
საზოგადოება
საია ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერების თაობაზე პარლამენტს მიმართავს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერების თაობაზე პარლამენტს მიმართავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან მაინც იძლევა იმის საშუალებას, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა მოხდეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ბერკეტების მეშვეობით. ჩვენ აქ ვგულისხმობთ იმას, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი მაუწყებლობას თავისი მულტიპლექსებით ახორციელებს და ისინიც წარმოადგენენ სწორედ ელექტრონულ სფეროში ავტორიზებულ პირებს. მათთან პირდაპირ შეეძლება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი და მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება, მათ შორის სარედაქციო საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და სტანდარტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი კანონი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და სწორედაც ემსახურება იმას, რომ როდესაც კომისია გაავრცელებს სპეციალური მმართველის რეგულაციებს სწორედ მაუწყებლებზე, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას მოემსახურება ეს შესაბამისი ნორმა, რაც ასევე ვფიქრობთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია“, - აცხადებენ საია-ში.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)