12:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 11:28:38, 2253 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ყვითელი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ძალიან მალე ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ძალიან მალე ჩანაცვლდება.

როგორ კალაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მთლიანად იყოს განახლებული.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სატრანსპორტო პოლიტიკა შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის. ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის და ქალაქისთვის, მაგრამ ჩვენ როგორც მოგეცით პირობა ეს პრობლემა ძალიან მალე იქნება მოგვარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics