01:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 23:11:06, 2169 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი - შაქარაშვილის გარემოცვა გამოძიებას ატყუებს

„შაქარაშვილის გარემოცვა გამოძიებას ატყუებს“ , - ამის შესახებ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას მხოლოდ ერთი მხარის დასჯა სურს და მეორე მხარეს არ ეხება.

„მე ვამბობ ერთ რამეს, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომლებიც არიან შაქარაშვილის გარემოცვიდან, მათ შორის მისი მეგობრები, ის გოგონები, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ყველა იტყუება, ყველა აძლევს გამოძიებას ცრუ ჩვენებებს. ეს ხდება იმიტომ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ და ობიექტურად.  გამოძიებას იცით რა უნდა? წინასწარვე ეს მიმართულება აირჩიეს, რომ უნდა დაისაჯონ „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი მგზავრები და იმის იქით არავინ. ასე არ შეიძლება. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. არ შეიძლება რამის გამორიცხვა წინასწარ მით უმეტეს, როცა ცხელ კვალზეც არ დაიწყეს გამოძიება. ბრეგვაძეს რომ ეთქვა პოლიციელებისთვის, რომ იმ აგარაკზე დაიწყო კონფლიქტი და იქ კიდევ გაგრძელდა და იქ მისი მეგობრები არიან, დღეს გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა იქ“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics