|
2020-07-04 13:22:11, 3630 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 5 პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ - 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)