01:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 14:13:21, 5924 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში, სამი თვის შემდეგ, პირამიდები ვიზიტორებისთვის გაიხსნა

ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო სამ თვიანი დახურვის შემდეგ, გიზის ცნობილი პირამიდები ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

მათივე ინფორმაციით, პირამიდებში შესვლამდე ვიზიტორებს უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვა უწევთ. ვიზიტორებისა და მათი ჩანთების ჩათვლით, ყველაფერს დეზინფექცია უტარდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც.

ეგვიპტე იმედოვნებს, რომ ტურისტული ადგილების გახსნა ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას.

ეგვიპტის მთავრობამ, 2 დღის წინ, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა შეამსუბუქა და საერთაშორისო ფრენების საჰაერო მიმოსვლა გახსნა.

ცნობისთვის, ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 თებერვალს დაფიქსირდა. აღნიშნულის შედეგად დაიხურა ქვეყნის მუზეუმები, არქეოლოგიური ადგილები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები.

ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსის 69,814 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 3,034 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics