11:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 18:10:37, 674 ნახვა

საზოგადოება
ფოთში ევროსტანდარტული სარაგბო ბაზა „პარკი არენა“ გაიხსნა

ფოთში უნიკალური სპორტული სარბიელი-ევროსტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა- ,,პარკი-არენა’’ გაიხსნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“  ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ახალი სარაგბო ბაზა ოფიციალურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.

 გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ,,ქართუ-ჯგუფის’’ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
მათივე ინფორმაციით, ,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა შესანიშნავი სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, ფოთის სარაგბო კლუბის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, განსაკუთრებით ფონდ ,,ქართუს’’ დიდი მხარდაჭერისათვის.
ფოთის სარაგბო ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი , ხოლო მეორე- ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელს იტევს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო დარბაზებით, დასასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, სამედიცინო და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.
,,პარკი-არენა’’ 2 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ფოთის სარაგბო ბაზა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს’’ დაფინანსებით, ასოციაცია ,,ატუმ’’ ააშენა და მოაწყო, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნა ფოთელმა და თბილისელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics