16:04 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 12:15:32, 1515 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტი - ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება და გამოუშვას გიორგი რურუა

ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და გამოუშვას გიორგი რურუა, - ამის შესახებ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და გიორგი რურუას გათავისუფლება.

„დღევანელი აქცია არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის, მან უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და გამოუშვას გიორგი რურუა, რადგან 8 მარტის შეთანმების შესრულებისთვის აუცილებელია ორივე ნაწილის შესრულება“, - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად მოძრაობა "სირცხვილია", "შეცვალე" და რურუას მეგობრები, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას მართავენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics