05:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-28 18:52:00, 2142 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი -დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით და 17-ვე პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

„დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა იმის საფუძვლები, რომ ბრალდებული პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე მათი მოქმედებების და სხვა უამრავი ქმედების გათვალისწინებით, რომელიც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოსამართლეს გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ. სრულყოფილი ინფორმაცია არ არის მოწოდებული გამოძიებისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics