|
2015-08-31 12:25:23, 1141 ნახვა
კომენტარი
დავით ბერძენიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე: წასაგებ ბრძოლაში ზოგი არ შედის
„წასაგებ ბრძოლაში ზოგი შედის, ზოგი არ შედის“,-ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი არასაპარალამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. ბერძენიშვილის თქმით, მიიღებდნენ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არჩვენებში მონაწილეობას სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ფავორიტები არიან. „რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას შუალედური არჩევნების მიმართ სრულიად ნათელია, რომ მიიღებედნენ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის კანდიდაები ფავორიტები არიან. ზოგი იღებს მონაწილებას არჩევნებში, ზოგი არა. ეს მათი არჩევანია. წასაგებ ბრძოლაში ზოგი არ შედის, ზოგი შედის. თუმცა რესპუბლიკური პარტია რთულ ვითარებაშიც არ აცხადებდა ბოიკოტს და ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სრულიად ჩაკეტილ, ავტორიტარულ რეჟიმში აჭარაში საკუთარ ამომრჩეველს არ ტოვებდა პოლიტიკური ორიენტირის გარეშე. ეს პოლიტიკის ელემენტარული წესია. როცა არა აქვთ იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ რესურსებს არ ხარჯავენ. თუმცა იქნება მცდელობა, „პატრიოტთა ალიანსი“ აცხდებს, რომ გაგვიწიოს კონკურენცია. ეს ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება. ორი სხვადასხვა ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალის კანდიდატებს შორის გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს. ეს კონკურენცია კარგია. მე დარწმუნებული ვარ შესამჩნევი უპირატესობით დადასტურდება, რომ ქართველი ხალის არჩევანი არის ევროპული, ევროატლანტიკური არჩევანი“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)