06:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 14:49:32, 1885 ნახვა

სამართალი
ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება

გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.

„ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. „ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics