|
2015-08-28 16:00:17, 1189 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში სატვირთო მანქანის საბარგულში 71 ცხედარი აღმოაჩინეს
ავსტრიაში მიტოვებული სატვირთო მანქანის საბარგულში 71 ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულები სირიელი მიგრანტები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გარდაიცვალნენ. 59 მამაკაცი, 8 ქალი და ოთხი ბავშვი დაახლოებით ორი დღის წინ დაიღუპნენ. მიგრანტები უნგრეთიდან ავსტრიაში ცდილობდნენ გადასვლას. მომხდართან დაკავშირებით უნგრეთში ოთხი ადამიანი დააკავეს, ბულგარეთის სამი მოქალაქე და ერთი ავღანელი. ავსტრიის პოლიციის ვარაუდით, მომხდარზე პასუხისმგებელი უნგრულ-ბულგარული დაჯგუფებაა, რომელსაც მიგრანტები ევროპაში უკანონოდ გადაჰყავს. ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია, მხოლოდ გასულ თვეს საზღვრის გადაკვეთა ასი ათას ადამიანზე მეტმა მოახერხა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)