21:10 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 10:45:12, 1223 ნახვა

საზოგადოება
ესტონეთის ელჩი - საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას

ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი პირადად დაესწრო. როგორც დიპლომატმა აღნიშნა საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს.

„ვთვლი რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა  აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

სამინისტროს მხრიდან სადეზინფექციო საშუალებები მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჩაიბარა.

„მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისგან, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მომდევნო პრევენციულ ზომებზე რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

აღნიშნული დახმარება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისათვის საჭიროებების მობილიზებას, დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics