22:22 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 17:45:16, 1262 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი. ეწყობა დასასვენებელი ფანჩატური, განათების ქსელი. სკვერი დამცავი მოაჯირებით შემოიღობა, მოეწყო წყლის ე.წ. „სოკო“. პროექტის ბოლო ეტაპზე დასასვენებელი სივრცე გამწვანდება.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„გრძელდება სკვერების მოწყობა და გამწვანება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. განსაკუთრებით საჭიროა კომფორტული გარემო ახლა, როდესაც ბავშვებს არდადეგები ეწყებათ. ამჟამად, ვაკის რაიონში ცხრა დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს ყველას შეეძლება ამ ახალი და ლამაზი სივრცეებით სარგებლობა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

სკვერის მოწყობის პროექტის განსახორციელებად გამგეობის ბიუჯეტიდან 65 000 ლარამდე გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics