21:23 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 22:12:22, 1488 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსნოვას პატივი მიაგეს

დღეს, სოფელ აღაიანში კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ომის ვეტერანებმა და სოფლის მოსახლეობამ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სოფლის ცენტრში მდებარე მისი მემორიალი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველის მემორიალს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ და ყოფილი თანამშრომელი გაიხსენეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა.

13 ივნისს, როდესაც მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა, უამრავ ადამიანს და  მათ საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეუქმნა, ზურაბი ღვარცოფს არ შეუშინდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად 7 ადამიანი გადაარჩინა.

ზურაბ მუზაშვილი გარდაცვალების  შემდეგ   საქართველოს პრეზიდენტმა „თავდადები“-ს მედლით დააჯილდოვა, ხოლო მისი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა.

ზურაბ მუზაშვილი საქართველოს გმირია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics