|
2020-06-12 23:03:19, 18221 ნახვა
ომი უკრაინაში
„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თეგეტა მოტორსის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 ივნისს, კომპანიის 350-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსის (Covid 19) გამოსავლენი ტესტი. ვირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს. ამასთანავე, კომპანიის ის თანამშრომლები რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან, გადაყვანილნი იქნენ კარანტინში და დამატებით ჩაუტარდათ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 12 ივნისს, PCR ტესტირების შედეგად თეგეტა მოტორსის არც ერთ სხვა თანამშრომელს არ დაუდგინდა კორონავირუსი (Covid 19). თეგეტა მოტორსი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების, ასევე სათაო ოფისის და შენობა-ნაგებობების დეზინფექცია. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თეგეტა მოტორსის თანამშრომლებს 5-ჯერ ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. აქედან გამომდინარე, თეგეტა მოტორსის ფილიალები აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)