22:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 18:34:43, 1906 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - 5 ათასი ბინის დაკანონების პროექტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ

„გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეეხება“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში  განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით დაკავშირებით დეპუტატ ნინო გოგუაძის შეკითხვას უპასუხა და განმარტა, რომ ათასობით ოჯახს ბინა დაუკანონდება და ისინი საკუთარი ქონებით სარგებლობას შეძლებენ.  
„ეს საკითხი ნამდვილად იყო წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა, 90-იანებიდან მომდინარეობს. სხვათაშორის, მე არ მინდა სპეკულაციების გაგრძელება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ძალიან აქტიურობენ პოლიტიკურად, მხილებულნი არიან 90-იანებში ამ ბინების განიავების და სუბიექტურად განაწილების საქმეებში. ჩემი დავალებით კომისიამ იმუშავა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს საკითხი დავამუშავეთ და გვაქვს სრული მზაობა, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ პროექტი, რომელიც მოიცავს 5 ათასი ბინის დაკანონებას. შესაბამისად, თქვენს მიერ ნახსენები 300 ოჯახი ამ პროექტში მოყვება. ამით გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ეს გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 15 ათას ოჯახს. მათ სრულად შეეძლებათ, რომ კანონის შესაბამისად ისარგებლონ საკუთარი ქონებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics