08:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 18:03:38, 2539 ნახვა

სამართალი
გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გიორგი რურუასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. მოთხოვნილი იყო 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics