09:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 12:35:10, 3485 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ბაგებში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა პატიმრობას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბაგებში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა მამუკა გურჩიანისა და მერაბ ხიდაშელისთვის პატიმრობას ითხოვს.  

რაც შეეხება მეორე დაკავებულს მამუკა გურჩიანს, ის ორივე წაყენებულ ბრალს აღიარებს. ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალი შეუმსუბუქდა და ჯგუფური ძალადობის მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა.

„ვფიქრობთ, რომ აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძება იქნება გამოყენებული ხიდაშელის პიროვნებიდან გამომდინარე. ერთი პიროვნება ხუთიდან ამხელს ხიდაშელს - ერთი ადამიანის ჩვენებით პატიმრობის გამოყენება იქნება უკანონო გადაწყვეტილება", - ამბობს ხიდაშელის ადვოკატი.პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. 

მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics