09:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 13:32:44, 3688 ნახვა

სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს და მოსაწვევს უგზავნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდებს და შესაბამის მოსაწვევს უგზავნის.

ჯანეზაშვილის თქმით, ნინო ქადაგიძე ორი თვეა რაც საბჭოს სხდომას არ დასწრებია.

„მარტის თვეში აირჩია საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე, მაგრამ ამ დრომდე ქალბატონი ნინო სხდომებში მონაწილეობას არ იღებს.

თუ მოსაწვევი სჭირდება იმისთვის ,რომ სხდომაზე მოვიდეს და არ ყოფნის ის ინფორმაცია, რომელიც საბჭოს ვებ გვერდზე ქვეყნდება, ან რომელსაც აპარატი უგზავნის, მე როგორც იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვუგზავნი ამ მოსაწვევს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე 17 მარტს აირჩია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics