02:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 17:37:11, 795 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ფირცხალავა ომბუდსმენს კრიმინალური სამყაროს დამცველს უწოდებს

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ფირცხალავას მტკიცებით, მას არასოდეს არავის ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. აღნიშნული თემის გააქტიურება კი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობას დაუკავშირა.
აქვე, ირაკლი ფირცხალავამ უჩა ნანუაშვილს კრიმინალური სამყაროს დამცველი უწოდა.
 „ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელიც უკვე დადგა შავმა სამყარომ და სცენარიც დაწერილი აქვს. უკვე მეორე აქტი მიმდინარეობს. ამას საზოგადოება თვითონ გადაწყვიტავს, უნდა იყოს ამ ქვეყანაში კრიმინალი ზეობაში თუ უნდა იყოს კანონი და შესაბამისად ის პოლიციელები, ვინც ამ კანონს იცავენ.  სახალხო დამცველმა კი გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება და მე მას დღეიდან კრიმინალური სამყაროს დამცველს ვუწოდებ“, – განაცხადა ფირცხალავამ .
ცნობისთვის, დღეს ომბუდსმენმა ბრიფინგი გამართა, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მსჯავრდებულის ახსნა–განმარტება გაასაჯაროვა.
ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ბრალდებული ამბობს, ფირცხალავამ მან ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცემდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics