|
2020-06-03 18:26:30, 4281 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - დარწმუნებული ვარ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს
„დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს“, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან სეიბერტმა განაცხადა. მან ყველა საზოგადოებას მოუწოდა მუდმივად იმუშაონ რასიზმის წინააღმდეგ. „ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შოკში ჩააგდო ხალხი გერმანიასა და მთელ მსოფლიოში. შეძრწუნებულია გემრანიის ფედერალურმა მთავრობამაც”, - განაცხადა სტეფან სეიბერტმა. სეიბერტის თქმით, აღნიშნული ფაქტი „შემაძრწუნებელი და თავიდან უნდა ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“. შეგახსენებ, რომ აშშ-ს 30-ზე მეტ ქალაქში, ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის, 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, აქციები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდია გამოიყვანა. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი, ხოლო აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების საშუალებით მიმდინარეობს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)