03:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 14:25:31, 1415 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი

ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავიტ ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ფასების გაძვირების თავიდან ასაცილებლად უნდა გაკეთებინა ის, რასაც მათ „ევროპული საქართველო“ სთავაზობდა.

„ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი და ტყუილი. ამის ნაცვლად, ხელისუფლებას უნდა გაკეთებინა ის, რასაც სთავაზობდა „ევროპული საქართველო“ ორი მიმართულებით. კერძოდ, ერთი მხრივ, უნდა მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, პირველ რიგში გადასახადების შემცირებით და მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირებით, რომელიც პირდაპირი კომპონენტია ფასების გაძვირების ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, მოსახლეობის უკეთესი დაცვა ანუ მეტი თანხის გაცემა მოსახლეობისთვის, მათ შორის საპენსიო ფონდის გამოყენები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, ფასები ხილსა და ყურძენზე 47.1 პროცენტით, ხოლო რძეზე, ყველსა და კვერცხზე 24.6 პროცენტითაა გაზრდილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics