00:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 13:30:51, 1949 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - იმისთვის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება

იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოხდეს აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება.

„ევროპული საქართველო“ დაინტერესებულია, რომ 120/30-ზე საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს მიღებული. შესაბამისად, ჩვენ ყველა პროცედურაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოხდეს აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების შესრულება.

ახლა მნიშვნელოვანი საკითხია, რომ რურუა გათავისუფლდეს და 8 მარტის შეთანხმების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი ბოლომდე იქნეს მიყვანილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ხვალ დისტანციურად გაიმართება. ოპოზიცია კვლავ მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და კანონპროექტს მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ მხარს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics