|
2020-05-28 18:56:25, 2969 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ საზაფხულო იალაღებზე გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გომის მთის მიმართულებით შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის სატყეო სააგენტოს და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მერის განცხადებით, ამ დროსათვის გომის მთაში მისასვლელი გზა გახსნილია და გადაადგილება, ნებისმიერი ტრანსპორტით შესაძლებელია. ასევე, უახლოეს დღეებში მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მოწესრიგება და მოხრეშვა. ხელმძღვანელ პირებმა იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელიც დაათვალიერეს, რომელიც სრულად გამართულია და მოსახლეობას ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლებათ. აღინიშნა ასევე, რომ სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეშით დროულად მომარაგების მხრივ შეფერხება არ ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)